ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცის ტურნირის მეორე წრეში გასვლა შეძლო.
ბასილაშვილი ბელგიელ ზიზუ ბერგსს დაუპირისპირდა და პირველი სეტი 4:6 წააგო, მეორე სეტში კი 1:2 მარცხდებოდა, როდესაც ბელგიელმა ტრავმა მიიღო და თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
შედეგად, გამარჯვება ავტომატურად ნიკოლოზს ერგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ ბასილაშვილმა 6-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა, მართალია, იმის გამო, რომ მეტოქემ თამაში ვერ გააგრძელა, მაგრამ ოქმში გამარჯვება ქართველს ჩაეწერა.