ფეხბურთი

18:26 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძე თურქეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში

თურქული „ანკარაგიუჯუს“ ფეხბურთელი გიორგი ბერიძე სუპერლიგის მეშვიდე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

25 წლის შემტევის თამაში ცნობილმა გამოცემა Bein Sports-მა გამოარჩია და გიორგი პირველად დაასახელეს თურქეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში.

„ანკარაგიუჯუმ“ „სივასპორი“ 2:1 დაამარცხა და ორივე გოლში ბერიძის უდიდესი წვლილია, რადგან პირველი გოლი თავად გაიტანა, თანაც ძალიან ეფექტური, ხოლო მეორე გოლის მომენტში მისი დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და მერე ალი სოვემ ცარიელ კარში დაამატა.

ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ ექვს მატჩში 3 გოლი დაუგროვდა, ხოლო „ანკარაგიუჯუმ“ პირველად მოიგო და 4 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

0.116407