ფეხბურთი

15:20 | 19.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

არიგო საკი: "კვარაცხელია ყოველთვის სახიფათოა"

ლეგენდარულმა იტალიელმა მწვრთნელმა არიგო საკიმ „მილანისა“ და „ნაპოლის“ მატჩზე Gazzetta Dello Sport-თან ისაუბრა. როგორც საკიმ აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელია ყოველთვის სახიფათო ფეხბურთელია.

„ეს კვარაცხელია ყოველთვის სახიფათოა. მცველები იძულებული იყვნენ მის წინააღმდეგ ლიმიტის ზღვარზე ეთამაშეთ. მან კიაერი და კალაბრია გააფრთხილა, რომლებიც შემდეგ შეცვალეს, ბოლო კი პენალტიც მოიპოვა“, - თქვა საკიმ.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 21 წლის ქართველი ნახევარმცველის აქტივში ყველა ტურნირზე 9 მატჩი, 4 გოლი, 2 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტია. „ნაპოლის“ 17 ქულა აქვს და ბერგამოს „ატალანტასთან“ ერთად ლიდერია, მომდევნო ტურში კი 1 ოქტომბერს, „ტორინოს“ უმასპინძლებს.

ახლა, სანაკრებო პაუზა დაიწყო და ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ითამაშებს, ჩრდილოეთ მაკედონიისა და გიბრალტარის ნაკრებების წინააღმდეგ.

0.118878