„ბარსელონამ“ პრიმერა დივიზიონის მე-6 ტურში მიჯრით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა დიდი ანგარიშით. ამჯერად კატალონიელების „მსხვერპლი“ ვალენსიური „ელჩე“ გახდა, რომელსაც ჩავის შეგირდებმა ძალიან იოლად მოუგეს 3:0 და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე დადგნენ.
სტუმრები თითქოს ცუდად არ იცავდნენ თავს, მაგრამ მე-14 წუთზე ვალენსიელები კაცნაკლულნი დარჩნენ. გონსალუ ვერდუმ მეკარესთან პირისპირ გამსვლელი რობერტ ლევანდოვსკი ხელით შეაჩერა და წითელი ბარათი მიიღო.
თითქმის 80 წუთი აუტსაიდერს „ბარსელონასთან“ 10 კაცით მოუწია თამაში და კიდევ ცოტა გაუშვა. დუბლი მიითვალა ლევანდოვსკიმ. ახლა მის ანგარიშზე ესპანეთის ჩემპიონატის ექვს მატჩში 8 გოლია და ბომბარდირთა დავასაც ლიდერობს. მას კვალში სელტელი იაგო ასპასი უდგას 5 გოლით.
ერთი ბურთიც ნიდერლანდელმა მემფის დეპაიმ გაიტანა. მერე მასპინძლებმა აშკარად მაყურებელზე დაიწყეს თამაში. სახიფათო მომენტებსაც ქმნიდნენ, მაგრამ ანგრიში აღარ შეცვლილა.
16-ქულიანი „ბარსელონა“ მინიმუმ კვირამდე ცხრილის სათავეშია, ერთქულიანი „ელჩე“ კი სანაკრებო პაუზას ბოლო ადგილზე ხვდება.
ესპანეთი
პრიმერა დივიზიონი
6 ტური. 17 სექტემბერი
ბარსელონა - ელჩე 3:0
ბარსელონა. „კამპ ნოუ“
1:0 ლევანდოვსკი (34), 2:0 დეპაი (41), 3:0 ლევანდოვსკი (48)
ბარსელონა: ტერ შტეგენი, ბალდე, ერიკ გარსია (ბელერინი 59), არაუხო, კუნდე, პედრი, დე იონგი, კესიე (გავი 46), დემბელე (რაფინია 60), დეპაი (ფატი 59), ლევანდოვსკი (ტორესი 72)
მწვრთნელი: ჩავი
ელჩე: ედგარი, კლერი, ბიგასი (გონსალესი 77), ვერდუ, ნვანკვო, პალასიოსი, ფიდელი (კინა 53), გუმბაუ, გუტი (ნიკოლას ფერნანდესი 53), მორენტე (პონსე 68), ბოიე (ხუან ფერნანდესი 68)
მწვრთნელი: ფრანსისკო
მსაჯი: ალეხანდრო რუისი
გაფრთხილება: კესიე (5), ტორესი (73); ბიგასი (28), ფერნანდესი (70)
გაძევება: ვერდუ (14)
ვალენსია - სელტა 3:0
1:0 კასტილიეხო (37), 2:0 ანდრე (82), 3:0 ალმეიდა (90+2)
გაძევება: სერვი (60) - სელტა
მალიორკა - ალმერია 1:0
1:0 მაფეო (25)
ბილბაო - რაიო ვალეკანო 3:2
0:1 ტრეხო (5), 1:1 უილიამსი (14), 2:1 სანსეტი (28), 3:1 უილიამსი (33), 3:2 ფალკაო (80)