ფეხბურთი

22:31 | 17.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილის მშრალი მატჩი და "ვალენსიას" გამარჯვება "სელტასთან"

ესპანეთის ლა ლიგის მეექვსე ტურში „ვალენსიამ“ ვიგოს „სელტას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. გიორგი მამარდაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდის გამარჯვებაში წვლილი დამაჯერებელი თამაშით შეიტანა.

მამარდაშვილს ორი სეივი ჰქონდა, მაგრამ ორივე ძალიან მაგარი: მე-16 წუთზე იაგო ასპასის საჯარიმო დარტყმა მოიგერია, ხოლო 73-ე წუთზე იორგენ ლარსენის დარტყმას ეფექტური ნახტომით გაუმკლავდა. გარდა ამისა, რამდენჯერმე გამოსვლაზეც ძალიან დამაჯერებელი იყო და შეცდომა არ დაუშვია. გიორგიმ მიმდინარე სეზონში კარის მშრალად შენახვა მეორედ შეძლო, ექვს თამაშში კი 5 გოლი გაუშვა.

„ღამურები“ პირველ ტაიმში სამუ კასტილიეხომ დააწინაურა, ხოლო მატჩის მიწურულს მარკოს ანდრემ და ანდრე ალმეიდამ გაიტანეს.

„ვალენსიას“ 6 ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 2 ოქტომბერს, სტუმრად „ესპანიოლს“ შეხვდება.

0.116305