საგზაო რბოლაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და ტრეკზე მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი გუნდურ გამოდევნებით რბოლაში, იტალიელი ფილიპო განა ამბიციურ მიზანს ისახავს - შვეიცარიის გრენხენის ველოდრომზე, ტრეკზე ერთსაათიან რბოლაში მსოფლიო რეკორდის დამყარებას ეცდება.
ველოსპორტის საერთაშორისო კავშირის ინფორმაციით, განა რეკორდის დამყარებას ოქტომბერში ეცდება. ამჟამად რეკორდი ბრიტანელ დენიელ ბიგჰემს ეკუთვნის, რომელმაც ის 19 აგვისტოს დაამყარა. ერთი საათის განმავლობაში, მან 55.548 კილომეტრის გავლა შეძლო. სხვათა შორის, ბიგჰემი განას გუნდ „ინეოს გრენადერსის“ აეროდინამიკის ინჟინერია.
„ეს იქნება ძალიან რთული ერთი საათი. საინტერესოა, ჩემი სხეული ამას როგორ გაუძლებს. ეს არის მომენტი, როდსაც საკუთარი ფიზიკური და მენტალური შესაძლელობების ზღვარის გამოცდა შეგიძია“, - ამბობს განა.
26 წლის ველომრბლი ამჟამად ავსტრალიის ქალაქ ვოლონგონგში იმყოფება, სადაც დროზე ინდივიდუალურ რბოლაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შესანარჩუნებლად იასპარეზებს.