„ნაპოლისა“ და იტალიის ნაკრების მეკარემ, ალექს მერეტმა ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი ნეაპოლურ რადიოსთან ინტერვიუში გააკეთა.
როგორც მერეტმა აღნიშნა, ხვიჩას შეჩერება ერთი-ერთზე ძალიან რთულია, მაგრამ მას კიდევ უფრო კარგად თამაშიც შეუძლია.
„მნიშვნელოვანი უნარები გააჩნია, გასაოცარი დრიბლინგი. თუმცა, ვფიქრობ, რომ გაუმჯობესება ჯერ კიდევ ძალიან შეუძლია. როდესაც ბურთი აქვს, მისი შეჩერება ძნელია, დიდებული ფეხბურთელია. შესაძლებელია, რომ დაცვაშიც დაგვეხმაროს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ ასე გააგრძელებს, რადგან ძალიან ლამაზად თამაშობს“, - აღნიშნა მერეტმა.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს მეშვიდე ტურში 18 სექტემბერს, „მილანს“ დაუპირისპირდება.