პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ერთა ლიგის უახლოესი ორი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ჩეხეთისა და ესპანეთის ნაკრებებთან მატჩებისთვის ლუზიტანელები ასეთი შემადგენლობით მოემზადებიან:
მეკარეები: დიეგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვზი), რუი პატრისიუ (რომა)
მცველები: დიეგო დალო (მანჩესტერი), ჟოაუ კანსელუ (მანჩესტერ სიტი), დანილო პერეირა (პსჟ), პეპე (პორტუ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ტიაგო ჯალო (ლილი), ნუნუ მენდეში (პსჟ), რაფაელ გერეირო (დორტმუნდი)
ნახევარმცველები: ჟოაო პალინი (ფულჰემი), რუბენ ნევეში (ვულვზი), ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ჟოაო მარიო (ბენფიკა), მატეუშ ნუნიესი (ვულვზი), ვიტინია (პსჟ), უილიამ კარვალიო (ბეტისი)
თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), პედრო ნეტუ (ვულვზი), ჟოაო ფელიქსი (ატლეტიკო), რაფა სილვა (ბენფიკა), რაფაელ ლეაო (მილანი), რიკარდო ჰორტა (ბრაგა)
შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები 24 სექტემბერს, ჩეხეთს, ხოლო სამი დღის შემდეგ ესპანეთს დაუპირისპირდება.