აკი ბაშოზე ზედიზედ მესამე ბრძოლა წააგო ლევან გორგაძემ. ქართველი სუმოისტი მე-10 მაეგაშირა ტაკანოშოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.
ეს წყვილის მე-6 დაპირისპირება იყო, რომელთაგანაც ტოჩინოშინმა მხოლოდ 1 მოიგო. ჩვენებურს მიმდინარე ბაშოზე უკვე 4 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის მოსაპოვებლად, დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ექვსი მოგება სჭირდება.
ქართველის მომდევნო მეტოქე მე-6 მაეგაშირა ვაკამოტოჰარუ იქნება, რომელსაც აქამდე 3-ჯერ შეხვედრია და მისი დამარცხება 2-ჯერ შეძლო.