ფეხბურთი

11:53 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრიმ „იუვენტუსის“ „ბენფიკასთან“ მარცხის მიზეზები დაასახელა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურის მატჩში „ბენფიკასთან“ შინ წაგებული მატჩის შემდეგ (1:2), „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჟურნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.

„ფეხბურთელებს ვერაფერს დავაბრალებ. 20-წუთიანი კარგი მონაკვეთი გვქონდა. მაშინ 2:0-იც შეიძლებოდა ჩვენს სასარგებლოდ გამხდარიყო. მაგრამ მეორე გაშვებული ბურთის შემდეგ თამაში დამთავრდა. წონასწორობა დავკარგეთ და ძალა აღარ გვყოფნიდა. კიდევ შეიძლებოდა გოლები გაგვეშვა.

სამწუხაროდ მოთამაშეები არ გვყოფნის. ერთსა და იმავე ფეხბურთელებს უწევთ თამაში. დასვენების საშუალება არ აქვთ. ეს ჩვენთვის ყველაზე რთული მომენტია.

ბოლო ათ წელიწადში პირველად ხდება, რომ ორივე სასტარტო თამაში წავაგეთ.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.122351