11:12 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში „რეინჯერსის“ წინააღმდეგ (0:3), „ნაპოლის“ ქართველმა თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის კარისკენ რვაჯერ დაარტყა, რაც მიმდინარე ტურნირის რეკორდია - გვამცნობს სტატისტიკური პორტალი Opta ტელეგრამ-არხზე.

წყარო აღნიშნავს, რომ 8 დარტყმის გარდა, ქართველი საუკეთესო იყო მეტოქის საჯარიმოში შეხებებით (8) და მოგებული ორთაბრძოლებით (10/16).

ჯამში კვარაცხელიამ წლევანდელ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირში 8 მატჩი გამართა, 4 ბურთი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.11286