ავტოსპორტი

3:13 | 15.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი - „რედ ბული“ თითქმის დაუმარცხებელია

ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ „რედ ბულის“ სარბოლო ავტომობილი RB18 „თითქმის დაუმრცხებელია“ და ფიქრობს, რომ მაქს ფერსტაპენს რეალური პოტენციალი გაურკვეველია, რადგან პელოტონის სათავეში ის „ისვენებს“, რადგან მის პოზიციას საფრთხეს ვერავინ უქმნის.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ასევე დასძენს, რომ „მერსედესი“ სეზონის დარჩენილი რბოლებისთვის განახლებებს არ გეგმავს, რადგან უკვე მომავალი სეზონის მანქანაზე მუშაობა დაიწყო.

ჰამილტონმა და მისმა თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმა ამ სეზონში, ჯამში სამი მეორე ადგილი და ათი მესამე ადგილი დაიკავეს. ამ შედეგით, „მერსედესს“ კონსტრუქტორებში მესამე ადგილი უკავია და „ფერარის“ 35 ქულით ჩამორჩება.

ჰამილტონი ამბობს, რომ ამ სეზონში გამარჯვება, იღბლის დახმარების გარეშე, შეუძლებლად მიაჩნია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისთვის ეს იქნება პირველი სეზონი, რომელშიც გამრჯვებას ვერ მოიპოვებს.

„რეალისტები უნდა ვიყოთ და ვაღიაროთ, რომ რედ ბული თითქმის დაუმარცხებელია. მათ დამარცხებას ბევრი დრო და მუშაობა დასჭირდება. ეს გუნდი დანარჩენებზე წინაა. ჩვენ მათ ვერ დავეწევით. განახლებებს აღარ ვგეგმავთ, რის გარეშეც, მათი გასწრება ფორტუნის დახმარების გარეშე არ გამოვა. შეუძლებელი არაა, რადგან ბუდაპეშტში მათი დამარცხება შეგვეძლო. მაგრამ ფერსტაპენი წინ როცაა, ისვენებს. ამიტომ, მათი რეალური სიჩქარის შეფასება შეუძებელია“, - ამბობს ჰამილტონი, ვისაც ალბათ დაავიწყდა, რომ ჰოლანდიელმა ახლახანს ორი ისეთი რბოლა მოიგო, რომლებიც უკანა რიგებიდან დაიწყო.

0.123898