ფეხბურთი

23:55 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა კუტალაძის 3 მოგერებული პენალტი და "დინამო თბილისი" მეოთხედფინალშია

„დინამო თბილისმა“ საქართველოს თასის მერვედფინალში „დინამო ბათუმი“ დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

„აჭარაბეთ არენაზე“ გამართული მატჩი 120 წუთი გაგრძელდა და გუნდებმა გოლი ვერ გაიტანეს. შედეგად, ყველაზე პენალტების სერიაში გადაწყდა, რომლის გმირი თბილისთან ლუკა კუტალაძე გახდა, რომელმაც ბათუმელებს სამიდან სამი პენალტი აუღო! მან ვლადიმერ მამუჩაშვილს, გუგა ფალავანდიშვილსა და გრიგოლ ჩაბრაძეს აჯობა. თავის მხრივ, „დინამო თბილისმა“ 4-დან 3 პენალტი გაიტანა და თერთმეტმეტრიანების სერიაში 3:0 იმარჯვა.

სხვათა შორის, ლუკა კუტალაძემ სეზონი მესამე მეკარის რანგში დაიწყო, მაგრამ მას შანსი მიეცა და 21 წლის კარის დარაჯმა შანსი დიდებულად გამოიყენა.

ამრიგად, საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპი სრულად დაკომპლექტდა და ტიტულისთვის ბრძოლას „დინამო თბილისი“, „დილა“, „ტორპედო“, „ლოკომოტივი 2“, „საბურთალო“, „შუქურა“, „გურია“ და „რუსთავი“ აგრძელებენ.

0.128523