ფეხბურთი

19:33 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "ფრანგულმა კლუბებმა კვარაცხელიაზე ჩემი რეკომენდაციები არ გაითვალისწინეს"
"ასეთ პასუხს ვიღებდი: ის ხომ ქართველია და არა ბრაზილიელი"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლიმ RMC Sport-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისგან „ნაპოლიში“ ასეთი კარგი თამაში არ უკვირს.

როგორც სანიოლმა აღნიშნა, მან კვარაცხელია რამდენიმე ფრანგულ კლუბს შესთავაზა, მაგრამ ყველა კლუბისგან ერთსა და იმავე პასუხს იღებდა: ის ხომ ქართველია და არა ბრაზილიელი...

„იმედგაცრუებული ვარ იმ კუთხით, რომ ვისურვებდი ის რომელიმე ფრანგულ კლუბს დაემატებინა. მე ყველაფერს ვაკეთებდი, რომ ფრანგული კლუბები დამერწმუნებინა. ფინანსურ დონეზე რისკები პრაქტიკულად ნულოვანი იყო, როდესაც თებერვალში უკრაინაში ომი დაიწყო და ის საქართველოში დაბრუნდა. სამმა-ოთხმა დიდმა ფრანგულმა კლუბმა არ მიიღეს ჩემი რეკომენდაციები, მხოლოდ ერთმა სცადა. გამიკვირდებოდა, ჩემთვის რომ ეთქვათ, ვილი, ის შესანიშნავი ფეხბურთელია. სამაგიეროდ, დაახლოებით ასეთ პასუხს ვიღებდი: „70 წუთის შემდეგ ის იღლება, ვილი ხომ იცი, ის ქართველია, ბრაზილიელი არაა, ნაკლებად გლამურულია.

მე არ მიკვირს „ნაპოლიში“ მისი ასეთი თამაში. ის არის ფეხბურთელი, რომელიც მზად იყო დასავლეთ ევროპულ გუნდში დიდი მატჩებისთვის. ავიღოთ მაგალითად რიბერი, როგორი იყო მის ასაკში და როგორ განვითარდა დროთა განმავლობაში. ის რიბერის ძალიან ჰგავს“, - თქვა სანიოლმა.

0.114021