ფეხბურთი

18:25 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის თვის საუკეთესო ფეხბურთელობის კანდიდატია

ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ლიგა 2-ის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელების ნომინანტებში დაასახელა.

შერჩეულია სამი მოთამაშე და გულშემატკივართა გამოკითხვით საუკეთესო დასახელდება. მიქაუტაძის კონკურენტები ჟან-ფილიპ კრასო (სენტ ეტიენი) და მიკაელ ლე ბიანი (დიჟონი) არიან.

21 წლის ქართველმა ფორვარდმა აგვისტოში 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე მანამდე აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად „მეცში“ დაასახელეს.

გიორგი მიქაუტაძისთვის ხმის მიცემა მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.

0.114937