ფეხბურთი

13:30 | 14.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალვატორე ბანი: "სპალეტი იძულებული იქნება, კვარაცხელია ერთხელ დაასვენოს"

იტალიის ნაკრებისა და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა სალვატორე ბანიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, „სპეციასთან“ შეხვედრის დროს ლუჩანო სპალეტიზე გაბრაზდა, როცა კვარაცხელია შეცვალა და არა მანამდე პასიური ჯაკომო რასპადორი, რომელმაც ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.

ბანის აზრით, ხვიჩა დიდ ენერგიას ხარჯავს და უახლოესი მატჩებიდან მას ერთხელ დასვენება მოუწევს.

„ლუჩანო სპალეტი მართალი გამოდგა, რადგან მან თამაში მოიგო. თუმცა, მატჩის დროს ვბრაზობდი, რომ კვარაცხელია შეცვალა. ჩემს თავს ვეკითხებოდი: რატომ შეცვალა ქართველი და არა ჯაკომო რასპადორი, რომელიც იმ მომენტამდე კარგად ვერ თამაშობდა.

სპალეტი იძულებული იქნება მომდევნო მატჩებიდან ერთ-ერთში კვარაცხელია შემადგენლობის მიღმა დატოვოს, რადგან ის დიდ ენერგიას ხარჯავს. მუდმივად პირდაპირ მეტოქეზე თამაშობს, ბევრს დარბის. ყოველთვის თამაში არ შეუძლია, უნდა დაისვენოს. ამიტომაც, სპალეტი მატჩის მე-60 წუთისთვის მას ყოველთვის ცვლის, მაგრამ მალე მთელი შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს“, - თქვა ბანიმ.

0.100896