ჩემპიონთა ლიგაზე სტარტი მეორე ტურმა აიღო და ტრადიციულად თავიდან ორი მატჩი გაიმართა.
C ჯგუფში მილანის „ინტერი“ ჩეხეთის ჩემპიონ „პლზენს“ ესტუმრა და 2:0 იმარჯვა. პირველ ტაიმში ანგარიში ედინ ჯეკომ გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში ბოსნიელმა გოლს საგოლე პასი დაუმატა, როცა დენზელ დუმფრისს გაატანინა. შედეგად, „ინტერმა“ ორ ტურში სამი ქულა დააგროვა და „ბაიერნთან“ მარცხის მერე სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთა.
მეორე შეხვედრა D ჯგუფის ეგიდით ლისაბონში შედგა, სადაც „სპორტინგმა“ ლონდონის „ტოტენჰემის“ დამარცხება შეძლო. პორტუგალიურმა გუნდმა მატჩის მიწურულს ორწუთიან ინტერვალში ორჯერ გაიტანა და ინგლისური გუნდი შინ უქულოდ გაუშვა. „სპორტინგმა“ ჩემპიონთა ლიგა იდეალურად დაიწყო და ორ ტურში ექვსი ქულა აქვს, მოგეხსენებათ, პირველ ტურში ლისაბონელებმა გასვლაზე „აინტრახტი“ 3:0 დაამარცხეს, „ტოტენჰემის“ აქტივში კი 3 ქულაა.
„პლზენი“ – „ინტერი“ 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 ჯეკო (20), 0:2 დუმფრისი (70)
„სპორტინგი“ – „ტოტენჰემი“ 2:0 (0:0)
გოლები: 1:0 პაულინიო (90), 2:0 არტურ გომესი (90)