ფეხბურთი

23:12 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს თასზე ოთხი მეოთხედფინალისტი გაირკვა

საქართველოს თასზე მერვედფინალური სტადია დაიწყო, სადაც ოთხი მატჩი გაიმართა და შედეგად, ოთხი მეოთხედფინალისტი გაირკვა.

ყველაზე გამოსარჩევი „ლოკომოტივი 2“-ის წარმატებაა, რომელმაც ეროვნული ლიგის ბინადარი „თელავი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ასპარეზობას გამოთიშა. შედეგად, „ლოკოს“ მეორე გუნდი თასის მეოთხედფინალში ითამაშებს.

საუკეთესო 8 გუნდში მოხვდა „რუსთავი“, რომელმაც გასვლაზე „ვარკეთილი“ 3:2 დაამარცხა, გორის „დილამ“ იოლად აჯობა „დინამო თბილისი 2“-ს სტუმრად 4:1, ხოლო ამავე ანგარიშით ლანჩხუთის „გურიამ“ სტუმრად „ზანა“ დაამარცხა.

საქართველოს თასის დარჩენილი ოთხი მერვედფინალური მატჩი 14 სექტემბერს გაიმართება, საიდანაც ყველაზე დიდ ინტერესს, „დინამო ბათუმისა“ და „დინამო თბილისის“ დაპირისპირება იწვევს. გარდა ამისა, „სპაერი“ – „ტორპედოს“, მარტვილის „მერანი“ „საბურთალოს“, ხოლო „შუქურა“ „ლოკომოტივს“ გაეჯიბრება.

0.112555