ფეხბურთი

20:15 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კასანო: "სიტყვები აღარ მაქვს კვარაცხელიას დასახასიათებლად"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. როგორც „რომასა“ და „მილანის“ ყოფილმა თავდამსხმელმა თქვა, კვარაცხელიამ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

„კვარაცხელიაზე უკვე სიტყვები აღარ მაქვს, ის ჩემზე განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს. „ლივერპულთან“ როგორ ითამაშა ალექსანდერ-არნოლდის წინააღმდეგ ნახეთ? ფეხი წინ ჩაუდგა, რაც ნიშნავდა, რომ მცველს ან უნდა გაეტარებინა, ან პენალტს მოიპოვებდა“, - თქვა კასანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შვიდ მატჩში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება უკვე მოასწრო.

0.10652