ფეხბურთი

18:15 | 13.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა საქართველოსთან მატჩისთვის

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ საქართველოსა და ბულგარეთთან მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

როგორც მან თქვა, 27 მოთამაშეზე არჩევანი შემთხვევით არ გაუკეთებია, რადგან ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა და შემადგენლობაში ბევრი მოთამაშე სჭირდება. გარდა ამისა, აღნიშნა, რომ ბევრმა ფეხბურთელმა კლუბები ახლახან იპოვეს და საუკეთესო სათამაშო ფორმაში არ არიან.

მეკარეები: სტოლე დიმიტრევსკი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა, კვიპროსი), კრისან ნაუმოვი (შკუპი), იგორ ალექსოვსკი (რაბოტნიჩკი)

მცველები: სტეფან რისტოვსკი (დინამო, ხორვატია), დარკო ველკოვსკი (ალ ეტიფაკი, საუდის არაბეთი), ვისარ მუსლიუ (ინგოლშტადი, გერმანია), ეზგან ალიოსკი (ფენერბაჰჩე, თურქეთი), ტოდორ ტოდოროვსკი (სუმგაიტი, აზერბაიჯანი), სტეფან აშკოვსკი (ლამია, საბერძნეთი), ნიკოლა სერაფიმოვი (ფეჰერვარი, უნგრეთი), გოკო ზაიკოვი (ვორსკლა, უკრაინა), ბოიან დიმოსკი (აკადემია პანდევი)

ნახევარმცველი: ელიფ ელმასი (ნაპოლი, იტალია), ენის ბარდი (ტრაბზონსპორი, თურქეთი), არიან ადემი (დინამო, ხორვატია), ენის ფაზლაგიკი (დუნაისკა სტრედა, სლოვაკეთი), აგონ ელეზი (ვარაჟდინი, ხორვატია), იანი ატანასოვი (ჰაიდუკი, ხორვატია), სტეფან სპიროვსკი (პიუნიკი, სომხეთი)

თავდამსხმელები: მილან რისტოვსკი (სპარტაკი, სლოვაკეთი), ბოიან მიოვსკი (აბერდინი, შოტლანდია), დარკო ჩურლინოვი (ბარნლი, ინგლისი), ალეკსანდარ ტრაიკოვსკი (ალ ფეიჰა, საუდის არაბეთი), ვალონ ეტემი (ისტანბულსპორი, თურქეთი), დორიან ბაბუნსკი (დებრეცენი, უნგრეთი), ლუპჩე დორიევი (შკენდია)

ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები საქართველოს თბილისში 23 სექტემბერს დაუპირისპირდება, 26 სექტემბერს კი, ბულგარეთს უმასპინძლებს. ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე საქართველო კონკურენტ მაკედონიას 3 ქულით უსწრებს და სტუმრად 3:0-იც აქვს მოგებული, რაც ცხადია, დამატებითი უპირატესობაა.

0.115428