იტალიური სერია А-ს მე-6 ტურში „რომამ“ „ემპოლი“ სტუმრად 1:2 დაამარცხა, თუმცა რომაელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, აღნიშნა, რომ, „პატარა“ გუნდების დამარცხება სულ უფრო რთული ხდება.
„სულ უფრო ძნელდება „პატარა“ გუნდების დამარცხება. ისინი ძალიან გაიზარდნენ. დღეს გაწვრთნა გაიოლდა. ინტერნეტიდან, სოციალური ქსელებიდან იღებენ საჭირო ინფორმაციას და შემდეგ ვარჯიშებზე ამუშავებენ მას.
ფეხბურთში საავტორო უფლებები აღარ არსებობს.“ - ციტირებს საკუთარ ვებგვერდზე პორტუგალიელი სპეციალისტის სიტყვებს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.
რაც შეეხება „ემპოლისთან“ მატჩს, მისი მთავარი გმირი რომაელთა არგენტინელი ახალწვეული, პაულო დიბალა გახდა, რომელმაც თავადაც გაიტანა და საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.