„ლივერპული“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე მადრიდის „რეალს“ ნახევარმცველ ფედერიკო ვალვერდეში კლუბისათვის სარეკორდო თანხას სთავაზობდა - გვამცნობს Diario AS.
წყაროს ინფორმაციით, მერსისაიდელები „რეალს“ ურუგვაელ ნახევარმცველში 100 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მადრიდელებმა უარი თქვეს და შემდეგ „ლივერპულმა“ იჯარით „იუვენტუსიდან“ ბრაზილიელი არტური დაიმატა.
ასე რომ, ვალვერდეს ტრანსფერი შეიძლება ყველაზე ძვირადღირებული ყოფილიყო „ლივერპულის“ ისტორიაში. დღემდე ასეთი ვირჯილ ვან დეიკის „საუთჰემპტონიდან“ „წითლების“ რიგებში გადასვლა გახლავთ 84,65 მილიონ ევროდ.