ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სტუმრად „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება და ქართველი შემტევი იტალიური მედიის ცნობით, ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ნეაპოლელთა სავარაუდო შემადგენლობა ასეთია: მერეტი; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, ოლივერა; ანგისა, ლობოტკა, ზელინსკი; პოლიტანო, სიმეონე, კვარაცხელია.
როგორც ნეაპოლური გამოცემები წერენ, სპალეტის საბოლოო არჩევანი ჯერ პოლიტანო-ლოზანოს, ოლივერა-მარიო რუისა და სიმეონე-რასპადორის შორის არ გაუკეთებია. დანარჩენი 8 ფეხბურთელი „აიბროქსზე“ ნამდვილად სასტარტოში იქნება.
შეგახსენებთ, რომ მატჩი 13 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გარდაცვალების გამო შეხვედრა 14 სექტემბერს შედგება.