ევროპა ლიგის მეორე ტურის მატჩი ლონდონის „არსენალსა“ და პსვ ეინდჰოვენს შორის გადაიდო.
შეხვედრის გადადება გაერთიანებული სამეფო დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალებამ გამოიწვია.
„არსენალისა“ და პსვ ეინდჰოვენის თამაში ლონდონში 15 სექტემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ჯერ უცნობია, როდის გაიმართება. შეგახსენებთ, რომ გასულ უიქ-ენდზე ბრიტანეთში ყველა თამაში გადაიდო.