ფეხბურთი

17:56 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე "მეცში" აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

გიორგი მიქაუტაძე ფრანგული „მეცის“ აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველმა თავდამსხმელმა გულშემატკივრებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მიქაუტაძემ აგვისტოში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა, რითაც გუნდის გამორჩეული ფიგურა იყო.

21 წლის ფორვარდს დღეს, „გენგამთან“ მატჩის წინ დააჯილდოებენ, თუმცა ამ შეხვედრაში გიორგი ვერ ითამაშებს, რადგან დისკვალიფიცირებულია.

0.107018