ინგლისურმა „ვულვერჰემპტონმა“ ვეტერანი თავდამსხმელი დიეგო კოშტა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
33 წლის შემტევი ბოლო 8 თვის განმავლობაში უკლუბოდ იყო, მაგრამ „მგლებმა“ მისი დამატება მას მერე გადაწყვიტეს, რაც საშა კალაიჯიჩმა სერიოზული ტრავმა მიიღო. სწორედ ავსტრიელი უნდა შეცვალოს ბრაზილო-ესპანელმა თავდამსხმელმა.
დიეგო კოშტა ბოლოს „ატლეტიკო მინეიროში“ თამაშობდა, თუმცა, ინგლისში თამაშის გამოცდილებაც აქვს, სადაც ლონდონის „ჩელსის“ წევრი იყო.
კარიერის განმავლობაში მას „ბრაგაში“, „სელტაში“, „ალბასეტეში“, „ვალიადოლიდში“, „ატლეტიკოსა“ და „რაიო ვალეკანოში“ უთამაშია.