სხვა

11:08 | 12.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

იტალია ფრენბურთში მსოფლიოს ჩემპიონი 24-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა

ფრენბურთში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი მამაკაცთა შორის, რომლის გამარჯვებული იტალიის ნაკრები გახდა.

იტალიამ ფინალში მასპინძელი პოლონეთი 3:1 დაამარცხა. პირველი სეტი პოლონელებმა 25:22 მოიგეს, მეორე სეტში კი სტუმრება იმძლავრეს (24:21), რითაც ანგარიში გაათანაბრეს. ამის შემდეგ იტალიის ნაკრების შეჩერება შეუძლებელი გახდა. მათ მომდევნო ორი სეტი საკმაოდ იოლად, 25:18, 25:20 მოიგეს და ოქროს მედლები დაისაკუთრეს.

აღსანიშნავია, რომ იტალიის ფრენბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი 24-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა.

აქვე გეტყვით, რომ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ იტალიელი სიმონე ჯანელი დასახელდა, საუკეთესო ლიბეროდ კი ასევე იტალიის ნაკრების წევრი ფაბიო ბალაზო.

0.119658