ფრანგული ლიგა 1-ის მე-7 ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბრესტს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. 30-ე წუთზე ერთადერთი ბურთი ნეიმარმა გაიტანა მესის გადაცემით.
სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ 71-ე წუთზე ისლამ სლიმანიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ამისდაკვალად, პარიზული კლუბი, 19 ქულით სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა.