ფეხბურთი

19:28 | 10.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" დირექტორი: "კვარაცხელიას თვისებები ვიცოდით და ასეთი სტარტის იმედი გვქონდა"

„ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ „სპეციასთან“ მატჩის წინ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა და მისი ტრანსფერის დეტალებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„ჩვენ ვიცოდით მისი თვისებების შესახებ და ვიმედოვნებდით, რომ სერია A-ზე სწორედ ასეთი გავლენა ექნებოდა. მას დიდი ხანი ვაკვირდებოდით, სხვა გუნდებიც იყვნენ დაინტერესებული, „რუბინი“ კი ბევრს ითხოვდა. ომის დაწყებისთანავე ეკონომიკური მოთხოვნები შემცირდა და ზამთარში მოგვეცა ტრანსფერის შანსი, ჩვენც ამით ვისარგებლეთ და დავიმატეთ“, - თქვა ჯუნტოლიმ.

აქვე ვთქვათ, რომ „სპეციასთან“ მატჩის (1:0) დაწყებამდე კვარას სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზი გადასცეს. ქართველს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს მითვლილი, პლუს ერთი საგოლე გადაცემა ჩემპიონთა ლიგაზეც გააკეთა.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 13 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად „რეინჯერსთან“ ჩაატარებს, ხოლო სერია A-ში 18 სექტემბერს, ასევე გასვლაზე „მილანთან“ „სან სიროზე“ ითამაშებს.

0.138112