ვეტერანი ფეხბურთელი ტიაგო მოტა „ბოლონიას“ გაწვრთნის. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
39 წლის სპეციალისტი „ბოლონიაში“ სინიშა მიხაილოვიჩს შეცვლის, რომელიც სეზონის ცუდად დაწყების შემდეგ გაათავისუფლეს - ბოლონიელებმა 5 ტურში მხოლოდ სამი ქულის მოპოვება შეძლეს.
ტიაგო მოტამ სამწვრთნელო კარიერა პსჟ-ს აკადემიაში დაიწყო, შემდეგ კი „ჯენოასა“ და „სპეციას“ მთავარი მწვრთნელი იყო.