ფეხბურთი

20:00 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოში" მთავარი მწვრთნელი შეცვალეს

თბილისის „საბურთალოში“ სამწვრთნელო გადაადგილება მოხდა. ლაშა ნოზაძე გუნდიდან წავიდა და ის თემურ შალამბერიძემ შეცვალა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„საბურთალომ“ მადლობა გადაუხადა ნოზაძეს გაწეული სამსახურისთვის, რომელმაც კლუბს კონფერენსლიგაზე უხელმძღვანელა და მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიყვანა. რაც შეეხება შალამბერიძეს ის „საბურთალოში“ დაბრუნდა, რადგან თბილისურ კლუბს 2020 წელს საქართველოს სუპერთასი მოაგებინა. მას გია ახალკაცი დაეხმარება.

„საბურთალო“ ეროვნულ ლიგაში 31 ქულით მეექვსე ადგილზეა და 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

0.134246