ფეხბურთი

14:12 | 9.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" ოსიმენი თვენახევრით გამოაკლდა

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ვიქტორ ოსიმენი თვეზე მეტ ხანს ვერ ითამაშებს. ნიგერიელ ფეხბურთელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც ბარძაყის კუნთის მეორე ხარისხის დაზიანება აჩვენა.

იტალიური მედიის ცნობით, ოსიმენი ლაზარეთში დაახლოებით 40 დღე დარჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს ოქტომბრის ბოლოს დაუბრუნდა. ვიქტორმა ტრავმა „ლივერპულთან“ შეხვედრაში მიიღო და მოედანი პირველივე ტაიმში დატოვა.

მიმდინარე სეზონში ვიქტორ ოსიმენმა 6 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში ორი გოლის გატანა შეძლო.

0.111391