ფეხბურთი

20:27 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ტიერი ანრი: "კვარაცხელიამ "ნაპოლის" ფანებს თავი უკვე შეაყვარა, ის საოცარია"

„ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ (4:1) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე ბრიტანულ მედიასთან ლეგენდარულმა ტიერი ანრიმ ისაუბრა.

როგორც ფრანგმა ფეხბურთელმა აღნიშნა, ხვიჩამ „ნაპოლის“ განსხვავებულობა შესძინა და ის ადგილობრივმა გულშემატკივრებმა თავისი უნარების გამო შეიყვარეს.

„საოცარი იყო მისი სირბილი და მოძრაობები. იქნებიან ისეთები, ვინც იტყვიან, რომ ეს არ არის რთული, მაგრამ მათ არ იციან რა ხდება მოედანზე. თავი ყოველთვის აწეული ჰქონდა, კი, ვან დეიკის მომენტში გოლი უნდა გაეტანა, მაგრამ ის ყოველთვის სწორ ადგილზე იყო. ამ ბიჭმა „ნაპოლის“ ფანებს თავი უკვე შეაყვარა, პირველი და მეორე გოლიც მისი ზეწოლით გავიდა, მესამე შემთხვევაში კი ყველამ ვნახეთ, როგორი პასი გააკეთა.

სიმეონეს გოლზე რეაქცია? როცა ასე თამაშობ, შენ ამის უფლება გაქვს და მან ეს გააკეთა, „ლივერპულის“ მსგავს გუნდთან. „ნაპოლის“ გულშემატკივრებს ის თავისი ტექნიკის, უნარების გამო უყვართ, მან გუნდში რაღაც განსხვავებული შეიტანა“, - თქვა ანრიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" რიგებში ყველა ტურნირზე (სერია A, ჩემპიონთა ლიგა) 6 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

0.112869