ფეხბურთი

3:19 | 8.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლ ოუენი: "კვარაცხელიამ "ლივერპულის" მარჯვენა ფლანგი დაშალა"

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა „ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ ინგლისური გუნდის დაცვის მარჯვენა ფლანგი დაშალა.

„არ დაგვავიწყდეს, რომ მათ პენალტი ვერ გამოიყენეს და ბურთი ერთხელ ძელსაც მოხვდა. „ლივერპულის“ დაცვის მარჯვენა ფლანგი კვარაცხელიამ გაარღვია და მესამე გოლიც ამ ფრთიდან გაიტანეს“, - აღნიშნა ოუენმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი ჰქონდა და „ლივერპულთან“ შეხვედრაში (4:1) საგოლე პასი გააკეთა, გარდა ამისა, ორ გოლში მიიღო მონაწილეობა.

„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს, „სპეციასთან“ ჩაატარებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე „რეინჯერსს“ გასვლაზე შეხვდება.

0.1287