ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი „ლივერპულის“ წინააღმდეგ ექნება და როგორც მოსალოდნელი იყო, ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაშია.
„ნაპოლი“ „სტადიო მარადონაზე“ ინგლისურ გუნდს დაუპირისპირდება და ორწლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე პირველ მატჩს ჩაატარებს.
კვარაცხელია შეტევაში მატეო პოლიტანოსა და ვიქტორ ოსიმენთან ერთად ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.