კალათბურთი

13:49 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორინკე შენგელია გულშემატკივრებს: "თქვენთან ორი სათხოვარი მაქვს"

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელით გულშემატკივარს ორი თხოვნით მიმართა - ბელგიის გულშემატკივრობისა და საქართველოს ჰიმნის ერთად შესრულებისკენ.

დღეს თქვენთან ორი სათხოვარი მაქვს: ვისაც დრო გაქვთ, მიდით ბელგია-ბულგარეთის თამაშზე 18:15-დან და უგულშემატკივრეთ ბელგიას (დასწრება თავისუფალია) და ყველამ ერთად ვიმღეროთ საქართველოს ჰიმნი 21:00 საათზე“, - დაწერა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ მონტენეგროს დაამარცხებს, ხოლო მანამდე ბელგია ბულგარეთთან გაიმართჯვებს.

0.114839