ფეხბურთი

0:57 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ვიცი, რომ "ნაპოლის" ბევრი ძლიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს"

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ნაპოლისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, საიდანაც ერთმა კითხვამ მისი გაბრაზება გამოიწვია.

„ნაპოლი“ ძლიერი გუნდია. როგორც ვიცი, ბევრი ფეხბურთის წასვლის გამო აქ სიტუაცია დალაგებული არ იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში ყველაფერი დაწყნარდა. ვიცით, რომ ამ გუნდს ბევრი ძლიერი და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა მოთამაშე ჰყავს.

ნეაპოლში ცხოვრება საშიშია? მგონი სათაურს ეძებ. ნეაპოლიდან ხართ? ფიქრობთ, რომ საშიშია? არ ვიცი, აქ არ ვცხოვრობ, ახლაც ბადრაგი მიცავს, ისეთი განცდა მაქვს, რომ არ იცით, რა მკითხოთ. ალბათ, გულისხმობდით, რომ გულშემატკივრებს შორის შეტაკების რისკი არსებობს, მაგრამ მე არ ვიცნობ ქალაქს, არ ვცხოვრობ ამ ქალაქში. აქ იმისთვის არ ვარ, რომ სათაურისთვის ფრაზები მოგცეთ, უბრალოდ მინდა სასტუმროში წასვლა და თამაშზე კონცენტრირება“, - თქვა კლოპმა, რომელიც მაშინვე წამოდგა და პრესკონფერენცია დატოვა.

შეგახსენებთ, „ნაპოლისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 7 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება და ამ შეხვედრაში ჩემპიონთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი ექნება.

0.127209