სხვა

0:23 | 7.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

როგლიჩი ფინიშთან დაეცა, პედერსენმა ვუელტას მე-16 ეტაპი მოიგო

ვუელტას ე-16 ეტაპი დანიელმა მადს პედრსენმა მოიგო, ზედიზედ მეოთხე ტიტულისთვის მებრძოლი სლოვენიელი პრიმოჟ როგლიჩი კი ფინიშთან ახლოს, მოულოდნელად დაეცა, როცა გამარჯვებისთვის იბრძოდა.

როგლიჩმა 189-კილომეტრიანი რბოლის მიწურულს ბოლო, მოკლე აღმართზე დაიწყო შეტევა და დაწინაურება შეძლო. მას ოთხი მეტოქე მიჰყვა, მათ შორის, პედერსენიც. ასე დაახლოებით კილომეტრი გაიარეს. ბოლო 150 მეტრზე, პედერსენი აჩქარდა, როგლიჩს კი დანარჩენმა სამმაც გაასწრო. და მოულოდნელად, ჩემპიონმა წონასწორობა დაკარგა... მან წამოდგომა შეძლო და ფინიშსაც მიღწია, მაგრამ უკვე ძირითად ჯგუფთან ერთად.

პედერსენმა (ტრეკ-სეგაფრედო), ვინც მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონია, ადვილად მოუგო გერმანელ პასკალ აკერმანს (UAS ტიმ ემირატსი) და ჰოლანდიელ დანი ვან პოპელს (ბორა-ჰანსგრო).

იმ დროს, როდესაც როგლიჩმა შეტევა დაიწყო, რბოლის ლიდერი, ბელგიელი რემკო ევენეპოლი მასთან კილომეტრზე მეტს აგებდა და ამ დროს, მის ველოსიპედზე საბურავი დაეშვა. მას მალევე შეუცვალეს ბაიკი და რბოლაც გააგრძელა. ქრონმეტრაჟმა აჩვენა, რომ დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, წაქცევის მიუხედავად, როგლიჩმა ევენეპოლს ლიდერობა ჩამოართვა. მაგრამ „3 კილომეტრის წესის“ შესაბამისად, ბელგიელს იგივე დრო დაეწერა, რაც ძირითად ჯგუფს. ამ წესის მიხედვით, როდესაც გამარჯვებული ფინიშს გადაკვეთს, იმ მომენტში მისგან 3 კილომეტრზე მყოფები ძირითად ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს წესი იმისთვისაა, რომ ეტაპების ბოლოს შეჯახებების რისკი შემცირდეს.

საბოლოოდ, როგლიჩს ჩაეთვალა, რომ მან რბოლა პედერსენთან ერთად დაამთავრა. ევენეპოლმა კი ძირითადი ჯგუფის დრო მიიღო. შედეგად, სლოვენიელმა ლიდერთან ჩამორჩენა რვა წამით მაინც შეამცირა. მათ შორის ახლა სხვაობა 1 წუთი და 26 წამია.

„გავიგე, რომ პრიმოჟი დაეცა. იმედი მაქვს, კარგადაა და რბოლის გაგრძელებას შეძლებს. ყველამ ვიცით, რომ პრიმოჟი ფეთქებადია. ასეთი ფინალები მისი შესაფერისია. და მისთვის მით უფრო სამწუხაროა, რომ ამის გამოყენება ვერ შეძლო. წაქცევას ვერავის ვუსურებ. იმედია, ის კარგადაა. მე კი მიხარია, რომ 3 კილომეტრის წესი არსებობს. რომ არა ეს, ბევრ დროს დავკარგავდი“, - განაცხადა ევენეპოლმა.

0.116096