ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „სევილიასთან“ პირველი ტურის მატჩის წინ, „მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჟრნალისტებს თავისი აზრი გაუზიარა.
„სევილია“ დაცვაზე არ იფიქრებს. მზად უნდა ვიყოთ, რომ მეტოქე აგრესიულად ითამაშებს. ჩემპიონთა ლიგაში გუნდები დიდი ენთუზიაზმით ირჯებიან, განსაკუთრებით ასეთ სტადიონებზე. ესპანეთში თამაში ადვილი არასდროსაა. ამიტომ მაქსიმალურად სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.
შევეცდებით კარგი ფეხბურთი ვაჩვენოთ და სამი ქულა მოვიპოვოთ.“ - ციტირებს ესპანელი სპეციალისტის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი.
„სევილიისა“ და „სიტის“ მატჩი დღეს, 6 სექტემბერს გაიმართება სევილიაში, „რამონ სანჩეს პისხუანის“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.