კალათბურთი

23:39 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელია: "მეტოქე გუნდის წევრებს გასახდელში ჩხუბისთვის არ უნდა იწვევდე"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თურქეთის ნაკრებთან მომხდარ ინციდენტს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

როგორც მან დაწერა, ორივე მხრიდან შეიძლებოდა ამ ფაქტის თავიდან არიდება, მაგრამ პროვოკაციაზე რეაგირება მოახდინეს.

„გუშინ ორივე მხარის მხრიდან შეიძლებოდა ამ ინცინდენტის თავიდან არიდება, თუმცა ადამიანები ვართ და პროვოკაციაზე ჩვენი რეაგირება იყო ბუნებრივი.

როცა მოედანზე იწყება კონფლიქტი ის იქვე უნდა დასრულდეს და მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს არ უნდა უბიძგებდე გასახდელში დამატებით ჩხუბის გასაგრძელებლად, მითუმეტეს ოჯახის წევრების, მეგობრების და ათასობით გულშემატკივრის წინაშე. გარდა ამისა, როცა გასახდელისკენ მივდიოდით არ წყდებოდა შეძახილები და სხვადასხვა ჟესტიკულაციები დამატებით ჩვენს გასაღიზიანებლად.

თურქული მედიის მხრიდან მოხდა განსხვავებული სურათის წარმოჩენა, რამაც გამოიწვია აგრესიის გაღვივება თურქ გულშემატკივრებში და ისინი უტევენ ჩვენი და ჩვენი ოჯახების სოციალურ ქსელებს შეურაცხმყოფელი და მუქარის ტექსტებით“, - დაწერა თორნიკემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თურქეთი ოვერ-ტაიმში 88:83 დაამარცხა და მატჩი ძალიან სკანდალური გამოდგა. თურქებმა პროტესტი გამოთქვეს დაკარგული 22 წამისა და ასევე, ამტკიცებენ, რომ მათი კალათბურთელი ფურკან კორკმაზი გასახდელში სცემეს. ჯერჯერობით, ფიბას ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

0.113916