ფეხბურთი

18:10 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანხელ დი მარია პსჟ-ს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ანხელ დი მარია ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ ჟერმენთან“ ვერ ითამაშებს.

არგენტინელი ფეხბურთელი მცირე ტრავმის გამო გუნდის განაცხადში საერთოდ ვერ მოხვდა და ტურინში დარჩენა მოუწევს. ამრიგად, დი მარია თავისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, სადაც 7 წელი ითამაშა (2015-2022).

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ ჟერმენისა“ და „იუვენტუსის“ მატჩი 6 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

0.120829