Sky Sport-ის კომენტატორმა მაურიციო კომპანიონიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიელი ჟურნალისტის განცხადებით, ხვიჩაზე აქამდე ბევრს მხოლოდ იმიტომ არ საუბრობდნენ, რომ ქართველია და ის გამაგიჟებლად ნიჭიერი მოთამაშეა.
„ნაპოლიმ“ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი გუნდია და ინდივიდუალობა ქმნის განსხვავებას. ლუჩანო სპალეტის ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავს. ვფიქრობ, რომ კვარაცხელია წარმოუდგენლად პერსპექტიული ფეხბურთელია. თუ მასზე საკმარისად არ იყო საუბარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია. ბრაზილიელი ან არგენტინელი რომ ყოფილიყო, უკვე ქებისგან ცაში აიყვანდნენ. გამაგიჟებელი ტალანტია, სასაცილოდ დაბალ ფასად შეძენილი, იმასთან შედარებით, რაც რეალურად ღირს“, - თქვა კომპანიონიმ.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 7 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ გამართავს.
აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია სერია A-მ აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინანტებში შეიყვანა და ხმის მიცემა სერია A-ს ვებგვერდზე ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია.