ფეხბურთი

14:29 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ცრვენა ზვეზდამ" აზაროვის შეცდომით გოლი გაუშვა და მწვრთნელმა ის 3 წუთში შეცვალა (+VIDEO)

სერბეთის ჩემპიონატის მეათე ტურში „ცრვენა ზვეზდამ“ „ბაჩკა ტოპოლას“ უმასპინძლა და ვერ მოუგო - 1:1.

ირაკლი აზაროვი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა სტუმრებმა გოლი მისი შეცდომის შედეგად გაუშვეს. 42-ე წუთზე აზაროვმა ბურთი ფლანგზე დაკარგა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელებმა კი კონტრშეტევა გოლით დაასრულეს.

საინტერესო ისაა, რომ „ცრვენა ზვეზდას“ მთავარმა მწვრთნელმა მილოშ მილოიევიჩმა ქართველი ამ შეცდომის შემდეგ შეცვალა - შესვენებაზე და მეორე ტაიმი აღარ უთამაშია. სერბული მედია წერს, რომ აზაროვს ბევრი შრომა მოუწევს ბელგრადული კლუბის ძირითად შემადგენლობაში დასამკვიდრებლად.

შეგახსენებთ, ქართველი მცველი „ცრვენა ზვეზდას“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და სერბული გუნდის მაისურით ჯერ მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა.

0.116093