ლეგენდარულმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო და თქვა, რომ „ნაპოლი“ მისი ტრანსფერისთვის აპლოდისმენტებს იმსახურებს.
„კვარაცხელია ძალიან მომწონს. ჩემმა ქართველმა მეგობარმა მითხრა, რომ ძლიერი იყო, უზარმაზარი პოტენციალი ჰქონდა და უნდა ვაღიარო, რომ მართალიც იყო. „ნაპოლის“ ტაში უნდა დავუკრათ ამ ტრანსფერისთვის, რადგან სხვებს დაასწრეს სწრაფი მოქმედებით“, - თქვა კაპელომ.
ქართველი ფეხბურთელის შესახებ კომენატრი გააკეთა ლეგენდარულმა პოლონელმა ფეხბურთელმა ზბიგნევ ბონიეკმაც, რომელმაც აღნიშნა, მას „კვარადონას“ ეძახის:
„კვარას მე კვარადონას ვეძახი. არ ვიცნობდი, მაგრამ მის შესახებ გაგონილი მქონდა. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა ასეთი ძლიერი თუ იყო და უნდა ითქვას, რომ „ნაპოლის“ უნდა მივულოცო, რომელმაც დაიმატა ფეხბურთელი შთამბეჭდავი თვისებებით და მას კიდევ ბევრ რამეში მომატება შეუძლია“, - აღნიშნა ბონიეკმა.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ს საწყის ხუთ ტურში 4 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა.