კალათბურთი

11:49 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი: "გვინდა რომ მაქსიმუმი ვაჩვენოთ და როცა ეს არ გამოგვდის, გული გვწყდება"
გულშემატკივარმა საოცარი ატმოსფერო შექმნა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა გიორგი შერმადინმა თურქეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ეროვნული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა გულშემატკივარს საოცარი ატმოსფეროსთვის მადლობა გადაუხადა და 6-ში ბულგარეთთან გასამართ შეხვედრაშო მათ კვლად გვერდში დრომა სთხოვა.

„მართლა სასწაული იყო, 50 წუთი ვითამაშეთ და გულშემატკივარი არ გაჩერებულა. ძალიან დიდი მადლობა მათ. გუნდში ძალიან გახარებულები ვართ ამ მნიშვნელოვანესი გამარჯვებით. წინ კიდევ ორი მატჩი გვაქს. სახლში თამაშს დამატებითი პასუხისმგებლობა აქვს და ეს ჩვენზე მოქმედებს. გვინდა რომ მაქსიმუმი ვაჩვენოთ და როცა ეს არ გამოგვდის, მაგაზე გვწყდება გული. გვინდა, რომ ჩვენი გულშემატკივარი იყოს გახარებული და ალბათ დღეს ეს შევძელით.

ბითაძისა და თოკოს გარეშე თამაში რთულია მაგრამ, წარმოიდგინეთ ისინიც რომ გვყოლოდა, რას ვიზამდით. ბითაძე შემოწმებაზე გადაიყვანეს, მას რენდგენს გადაუღებენ. 1 დღე დავისვენებთ, 6-ში კი მნიშვნელოვანი თამაში გვაქ და გულშემატკივარს კვლავ გვერდში დგომას ვთხოვ - დღევანდელი ატმოსფერო კი საოცარი იყო.

სანაძისა და კორკმაზის მომენტს რაც შეეხება, რაც თქვენ დაინახეთ, ჩვენს ის გავიგეთ. როცა დააფარა, თურქმა კალათბურთელმა უთხრა ჯარიმა იყოო, რასაც სანაძე არ დაეთანხმა და ეს ყველაფერი ჩხუბში გადაიზარდა. არა უშავს, ყველა დამშვიდდება“, - თქვა შერმადინმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თურქეთს 88:83 აჯობა. A ჯგუფში სამი ტურის თავზე საინტერესო ვითარებაა: თურქეთს, ესპანეთს, ბელგიასა და მონტენეგროს 2-1 მოგება/წაგების ბალანსი აქვთ, საქართველოს 1 მოგება და 2 მარცხი გააჩნია, ხოლო ბულგარეთი 3 წაგებით აუტსაიდერია. მეოთხე ტურში 6 სექტემბერს, საქართველოს ნაკრები სწორედ ბულგარეთს შეხვდება, თურქეთი - ბელგიას და მონტენეგრო - ესპანეთს.

0.12378