ფეხბურთი

1:51 | 5.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიამ” “ხეტაფე” გაანადგურა, მამარდაშვილიც კარგი იყო

ესპანეთის ლა ლიგის მეოთხე ტურში “ვალენსიამ” “ხეტაფეს” უმასპინძლა და 5:1 გაანადგურა. ჯენარო გატუზოს გუნდმა სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა და დამსახურებულად მოიგო.

საინტერესოა, რომ მატჩის ბედი უკვე მე-17 წუთისთვის იყო გადაწყვეტილი, რადგან მესტალიელებმა მადრიდელებს საწყის წუთებზე სამინგოლი გაუტანეს. გიორგი მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონია, მაგრამ კარგად ითამაშა და სამი სეივი მიითვალა, გაშვებულ გოლში კი ბრალი არ მიუძღვის.

გიორგის გამოცემა As-მა 8 ქულა დაუწერა, რაც მაღალი შეფასებაა. ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში ერთი მშრალი მატჩი აქვს, თუმცა მხოლოდ 3 გოლი გაუშვა.

”ვალენსიას” ოთხ ტურში 6 ქულა დააგროვა და მომდევნო მატჩს 10 სექტემბერს სტუმრად “რაიო ვალეკანოსთან” ჩაატარებს.

0.112595