ფეხბურთი

12:16 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "პსჟ-სთან თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა, მთავარი მატჩი "ბენფიკასთან" გვექნება"

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „ფიორენტინასთან“ ფრით (1:1) ძალიან კმაყოფილი იყო.

ალეგრის გუნდმა გოლი მეცხრე წუთზე გაიტანა და შემდეგ კარისკენაც არ დაურტყამს. უფრო მეტიც, ალეგრიმ მეორე ტაიმის პირველივე წუთზე ანხელ დი მარიას ნაცვლად თამაშში მატია დე შილიო ჩართო და ქულის შენარჩუნებაზე იზრუნა. მატჩის შემდეგ კი ისიც თქვა, რომ „პარი სენ ჟერმენთან“ მომდევნო შეხვედრაში მისი გუნდი შანსის გარეშეა, რაც ძალიან უცნაური განცხადებაა, მითუმეტეს, როცა საქმე „იუვენტუსის“ მწვრთნელს ეხება.

„შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, ერთი სული მქონდა თამაში დამთავრებულიყო. ასეთი მატჩების წაგების საფრთხე ყოველთვის არსებობს და იარსებებს, თუ თამაშის დახურვას არ ვისწავლით. ანგარიშის 2:0 გახდომის შესანიშნავი შანსი გვქონდა, ეს ვერ გავაკეთეთ და 1:1 გახდა. როცა თამაშს ვერ ხურავ, ყოველთვის რისკავ რომ ქულები დაკარგო. მიხარია, რომ გუნდი ისევ დაუმარცხებელია.

პსჟ-სთან? ეს თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი არაა. გადამწყვეტი და უფრო მნიშვნელოვანი მომდევნო სამი მატჩია „სალერნიტანასთან“, „ბენფიკასა“ და „მონცასთან“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ ხუთ ტურში 9 დააგროვა, ლიდერთა დუეტს, „ნაპოლისა“ და „მილანს“ კი 2 ქულით ჩამორჩება.

0.117007