ფეხბურთი

15:15 | 4.09.2022 | ნანახია [] - ჯერ

დი მარციო: "ნაპოლის" კვარაცხელიას შეძენა ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როცა მწვრთნელი გატუზო იყო"

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დი მარციომ „ნაპოლიში“ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ხელშეკრულება არა ზაფხულში, არამედ 30 მარტს გაფორმდა და „ნაპოლი“ ხვიჩას ორი წლის განმავლობაში თვალს აქტიურად ადევნებდა.

„ნაპოლი“ მას ორი წლის განმავლობაში აქტიურად აკვირდებოდა. ჯერ კიდევ გატუზოს დროს. სწორედ გატუზომ კალაძეს დაურეკა, რათა გაეგო, როგორი ფეხბურთელი იყო. მასში 10 მილიონი ევრო გადაიხადეს, ორი წლით ადრე კი 25-30 მილიონი ევრო ღირდა. ინგლისურ კლუბებს სურდათ, მაგრამ ყაზანის „რუბინის“ მისი გაყიდვა არ უნდოდა. შემდეგ ომი დაიწყო და „რუბინმა“ ფასი დააკლო, „ნაპოლი“ კი ინარჩუნებდა კონტაქტს და შემდეგ საქმეში კრისტიან ძაკარდოც ჩაერთო.

როდესაც ინსინიემ „ტორონტოსთან“ კონტრაქტი გააფორმა, „ნაპოლი“ აჩქარდა და ძალიან სწრაფად იმოქმედა. კვარაცხელიამ „ნაპოლისთან“ კონტრაქტს ხელი 30 მარტს მოაწერა“, - თქვა დი მარციომ.

0.115675