„ნაპოლის“ კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. როგორც იტალიელმა მცველმა აღნიშნა, მას საოცარი თვისებები აქვს და იტალიური კარიერა ძალიან კარგად დაიწყო.
„კვარაცხელიას დიდებული თვისებები აქვს, კარგად დაიწყო. ის ძალიან ახალგაზრდაა და ბუნებრივია, რომ აღმავლობასა და ვარდნას განიცდის. გუნდში არა მარტო შესანიშნავი ფეხბურთელები, არამედ ძალიან კარგი ადამიანები მოვიდნენ“, - თქვა დი ლორენცომ.
შეგახსენებთ, „ნაპოლი“ 11 ქულით სერია A-ს „მილანთან“ ერთად ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 7 სექტემბერს „ლივერპულთან“ გამართავს და კვარაცხელიას დებიუტს ჩემპიონთა ლიგაზე ველოდებით. იტალიის ჩემპიონატში კი ნეაპოლელები 10 სექტემბერს, „სპეციას“ უმასპინძლებენ. ხვიჩა კვარაცხელიამ ხუთ ტურში 4 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა და ბომბარდირთა დავაში დუშან ვლაჰოვიჩთან და ტეუნ კუპმაინერსთან ერთად ლიდერია.