ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის სერია A-ს საუკეთესო შენაძენია.
მოჯიმ თავისი მოსაზრება სამი არგუმენტით გაამყარა, საიდანაც ორი სერიოზული იყო, ერთი კი ხუმრობა.
„ამ სატრანსფერო ბაზარზე იტალიაში საუკეთესო შენაძენი რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელიაა, მეორე ადგილზე კი „მილანში“ დე კეტელაერეს ტრანსფერს დავაყენებდი. აშკარაა, რომ „როსონერი“ არა მარტო აწმყოზე, არამედ მომავალზეც ფიქრობს. კვარარაცხელია საუკეთესო შენაძენია, პირველ რიგში იმიტომ, რომ კარგი ფეხბურთელია, შემდეგ იმიტომ, რომ მასში ძალიან ცოტა გადაიხადეს, მესამე რიგში კი იმიტომ, რომ მსაჯები მას არ აფრთხილებენ, რადგან მისი გვარი ძალიან რთული დასაწერია (იღიმის)“, - თქვა მოჯიმ.